|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" აქტივისტები "ნაციონალების" ოფისში შეჭრას ცდილობენ (ვიდეო)

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტები შენობაში შეჭრას ცდილობენ.  ცოცხებითა და კვერცხებით შეიარაღებული ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" გაძევებას ითხოვენ. ადგილზე გამოჩნდნენ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები. პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილე ნატალია ქუთათელაძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დაკავებულია "ქართული ოცნების" ერთი აქტივისტი.

p.s. ამ დრიისათვის, როგორც "ნიუპრესის" კორესპონდენტი იტყობინება, ოფისის კარები შეამტვერიეს და შენობის შტურმით აღებას გეგმავენ. 

 "ნიუპრესი" გთავაზებთ შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა