|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩია

"ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყო. ყრილობას პარტიის წევრებთან ერთად ყოფილი პრემიერ–მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის და პარლამენტი წევრები,  უცხოური დელეგაციები ესწრებიან. ყრილობას ესწრება იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

სხდომა გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა.

პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად  აირჩიეს. "ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

 დღესვე  მოხდება პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა  და ახალი წესდების დამტკიცდება.

   

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა