|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციით გახსნილი სამკერვალო კომპანია "ემჯიემტექსი" გაკოტრდა

ქართული სამკერვალო კომპანია "ემჯიემტექსი", რომელიც პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა, გაკოტრდა. ინფორმაციას სააგენტო report.ge აქვეყნებს. კომპანია, რომელიც სახელმწიფოს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციით გაიხსნა, 300-მდე ადგილობრივის დასაქმების დაპირებას იძლეოდა. საწარმოს გახსნაზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი. 

ამ დროისათვის კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება უკვე დაწყებულია. 

კომპანიის მეწილეები არიან: ელიზბარ ლომინაძე - 10%; მიქალაკის ლიკარგო (ბრიტანეთის მოქალაქე) - 50%; ნოდარ საბანაძე - 40%.

გასული წლის დასაწყისში ქართული კომპანია ემჯიემტექსი H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) იყიდებოდა.

კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს.  შპს „ემჯიემტექსი“ გახლდათ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებდა.  ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენდა. 

 საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 იყო განთავსებული. კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საწარმო სახელმწიფოს დაკვეთით პირბადეებს კერავდა. თუ რა გახდა გაკოტრების მიზეზი უცნობია, ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებნთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა