|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი

მოლოდინები ვარშავის სამიტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო ერთიანნი, კიდევ უფრო ძლიერნი. ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა ამ მთავარი გზავნილით, მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. გარდა ამისა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ამოცანებიც _ საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმთავრესი ამოცანები. ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე მოგვენიჭა, ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ამოცანები და ამბიციები უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა.“
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით, საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი:

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა