|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

ქართული ძიუდოს ლეგენდა დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველოს დროშის ქვეშ გაიმარჯვა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი