|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

"ქართულმა ოცნებამ" ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა

"ქართული ოცნება" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. დღეს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატი ვანში წარადგინეს.

ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში მმართველ გუნდს გივი ჭიჭინაძე წარმოადგენს.

პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე. მათი თქმით, მიუხედავად ბევრი წარმატებისა, ქვეყანაში პრობლემებიც რჩება, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს მათ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა