|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი რეჟისორი, რომელიც ამერიკელებს საქართველოს ისტორიას აცნობს [VIDEO]

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა მედეა ასათიანმა საქართველოს შესახემ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მედეას ერი“ გადაიღო.  ფილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში. რეჟისორი უკვე ახალ ფილმზე მუშაობს, ფილმი ცოლ-ქმრის დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც შვილი გარდაეცვლებათ. 

მედეა ასათიანი  წარმოშობით ქუთაისელია, სწავლობდა მე-3 საჯარო სკოლაში. როგორც ამბობს, ბავშვობიდან უყვარდა ეკრანთან მუშაობა, ხელოვნებასთან მას ყოველთვის მჭირდრო კავშირი ქონდა. ბებოს დაჟინებული თხოვნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და სკოლაც იქ დაამთავრა. იქვე დაასრულა კოლეჯი და შემდეგ ჰანთერის უნივერსიტეტი. ამერიკაში შექმნა ოჯახი, ყავს მეუღლე და ერთი შვილი. 13 წლის შემდეგ საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა და ფილმი გადაიღო. მისი შთაგონების წყარო, ის ძლიერი  ქართველი ქალები იყვნენ, რომლებმაც ისტორია შექმნეს. ამის შესახებ ამერიკელ პროფესორს უამბო. პროფესორის რჩევით კი, საქართველოში ჩამოვიდა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მედეას ერი“ საკუთარი სახსრებით გადაიღო. როგორც თვითონ ამბობს, ჩამოვიდა კამერით, შტატივით და იდეით. ნერვიულობდა თუ როგორ მოხერხებდა მასშტაბური პროექტის განხორციელებას, თუმცა  მესხიშვილის თეატრის მსახიობეის დახმარებით წარმატებული პროექტი შედგა.

ფილმში აღწერილია შვიდი ქალის: მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მარიამ დედოფლის, მაია წყნეთელის და მარიამ დედოფლის ცხოვრების ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები.  

 

         

რეჟისორის გათვლა ქართველი ქალების როლის მსოფლიო მასშტაბით ჩვენება იყო. ფილმში ასევე საუბარია  დღევანდელ რეალობაზე.“მედეას ერში“ მონაწილეობა ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს.  რეჟისორმა ფილმის პრეზენტაცია ნიუ-იორკში გამართა, სადაც ჩვენებას ემიგრანტებთან ერთად  ამერიკელიებიც დაესწრნენ. აუდიტორიისთვის ფილმი  ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. ამერიკელების გაკვირვება ფილმის მხატრულმა ნაწილმა გამოიწვია.

 

 

 

მედეა ამბობს, რომ პროფესიით რეჟისორი არ არის, თუმცა 27  წლის ასაკში  აღმოაჩინა, რომ ფილმთან სიახლოვემ საკუთარი თავი აპოვნინა. მან „მედეას ერის“ შემდეგ კიდევ ერთი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ფესვები“ გადაიღო, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქართულ ფესვებს ეხებოდა.  ამერიკელი მაყურებლისთვის ბალანჩინის ქართული ფესვების შესახებ ცნობილი არ იყო. როგორც თვითონ ამბობს, ამერიკელებმა საქართველოს შესახებ გარდა იმისა, რომ რუსების მეზობლად ვცხოვრობთ არაფერი იცოდნენ. მისი მიზანიც სწორედ, რომ  საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციაა ამერიკაში და არა მხოლოდ. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ამჯერად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელსაც „კედელი“ქვია.  ფილმი ცოლ-ქმრის დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც შვილი გარდაეცვლებათ. წყვილს ცხოვრება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევს. ფილმი შავ-თეთრია, მოკლემეტრაჟიანი, დიალოგის გარეშე. რეჟისორის თქმით,   ტკივილის გამოხატვა სხვეულის ენითაც არის შესაძლებელი.

„ვფიქრობ, რომ ტკვილის გამოხატვა სხეულის ენითაც შეიძლება. ამგვარ სიტუაციაში ადამიანებისთვის გარე სამყარო კვდება და მასთან ერთად ლაპარაკის უნარიც. ფილმში დიალოგი არ არის. ვფიქრობ, გრძნობები ხანდახან იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები.  ფილმში საუბარია იმ მძიმე სატკივარზე, რომელსაც, ალბათ, ყველა ერის თუ ქვეყნის მოქალაქეები ერთნაირად განიცდიან. შვილმკვდარი მშობელი ხომ განსაკუთრებული ცხოვრების წესს გულისხმობს. ამგვარ მწუხარებას, სევდას ენობრივი თუ სახელმწიფოებრივი საზღვრები არა აქვს. ჩემი ფილმის მიზანია უცხოელ მაყურებელს კავშირი ვაგრძნობინო და დაინგრეს ბარიერი ქართველ და უცხოელ მაყურებელს შორის. ფილმში აღწერილი სიუჟეტი აერთიანებს ყველას განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ასაკისა თუ სქესისა, გარდა ამისა, მინდა ფილმში ვაჩვენო ის საქართველოც, რომელიც მე თოთხმეტი წლის განშორების შემდეგ დამხვდა”,-ამბობს მედეა ასათიანი.

ფილმში მთავარ როლებსს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სხვანიძე და ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი თამუნა მახარაძე ასრულებენ. 

             

 

„კედელის“გადასაღებად ფინანსების მოძიებაა საჭირო, აღსანიშნავია, რომ  ფილმს 50%-ით ამერიკა აფინანსებს, ნაწილი კი საქართველოს სახსრებით უნდა დაფინანსდეს, ვინაიდან რეჟისორის სურვილია საერთაშორისო ფესტივალებზე ფილმი საქართველოს სახელით წარსდგეს.

„ფილმი მონაწილეობას კინოფესტივალში „ამირანი” მიიღებს და ცხადია, დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ფესტივალებზეც წავა. რაც შეეხება პრეზენტაციას, ჯერ თბილისში გაიმართება, შემდეგ  ნიუ-იორკში.  დასკვნის სახით, რომ გითხრათ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და მჯერა, გაერთიანებული ძალებით შევძლებ ჩანაფიქრის განხორციელებას“,-გვიამბობს რეჟისორი.

ამჟამად   საჭირო თანხის შეგროვებას  Kickstarter –  ის სისტემით  არის შესაძლებელი, სადაც თანხის დარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ „კედელი" პირველი ქართული ფილმია,რომელიც “Kickstarter-ზე აიტვირთა.

ამ თემაზე:

ქუთაისში დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „მედეას ერი“ პრეზენტაცია გაიმართება

„ერთ ფილმში შვიდი გმირი ქალი განვასახიერე"

ამერიკაში ქართული ფილმის „მედეას ერი“ ჩვენება მოეწყო

ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა