|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა. 

მათივე ინფორმაციით,  2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატებ წიწიბურაზე დაფიქსირდა. შემდეგია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა, 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით - ხმელი ლობიო.

ამასთან, 33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა