|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცოცხალი საკვები“ -ქუთაისელი მოსწავლეების უნიკალური აღმოჩენა

ქუთაისელი ახალგაზრდები, ნიკოლოზ წერეთლის სკოლის მოსწავლე მაიამ ერაძე და მისი მეწყვილე, ქართულ- ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთი უნიკალური პროექტის ავტორები გახდნენ, რომლითაც ახალგაზრდები სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.
 
დიაბეტიკებისთვის შექმნილი სრულიად ახალი და ჯანსაღი პროდუქტი „ცოცხალი საკვები“ უკვე არაერთი პრიზისა და ჯილდოს ავტორია.
 
მოსწავლეები პროექტ „ცოცხალ საკვებზე“ რემოდენიმე თვე მუშაობდნენ და ხანგრძლივი დაკვირვების, ლაბორატორიული ცდებისა და ანალიზის შემდეგ ინოვაციური პროექტი შესთავაზეს საზოგადოებას.
 
 
პროექტი უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია და ახალგაზრდები მას მაისში საერთაშორისო კონკურსზეც წარადგენენ.
 
დიეტური პროდუქტების შესაქმნელად საქართველოს მდიდარი ბიორესურსებიდან მარიამმა და გიორგიმ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩიეს“ დაბალგლიკემიური სოიო, ამარანტი, ოსპი და ტოპინამბური.
 
ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტ - სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რომ საბოლოო ჯამში სრულიად ახალი პროდუქტი მიეღოთ. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც მხოლოდ ქართული მინერალური წყალი იქნება შერჩეული. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტების და პურის სახით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პურში გლიკემიური ინდექსი 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ როდესაც  დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღებია 40-ზე დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს ბაზარზე კი ისეთ პურპროდუქტები იწარმოება, რომლის მაჩვენებელიც აღემატება ახალ მაჩვენებელს.
მუშაობის შედეგად, პროექტის ავტორებმა პედაგოგის  ხელმძღვანელობით ქართული კულტურებისა და ნედლეულის გამოყენებით სრულიად ახალი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ე.წ. „ცოცხალი საკვები“ მიიღეს. ამ აღმოჩენისა და კვლევების შედეგად ახალგაზრდებმა პროექტი „ცოცხალი საკვები“ რამდენიმე კონკურსზეც წარადგნიეს. გასულ წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათ ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო ლეონარდო და ვინჩის ოლიმპიადაზე ახალგაზრდა მეცნიერები ასევე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ და სულ მალე ისინი ინტექსის ოლიმპიადაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა