|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი „მრეწველები“ მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უჭერენ

პარტია „თოფაძე-მრეწველების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაშა გვენეტაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უჭერენ.

„პირველ ჯერზე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს,  ვინც მხარი დაგვიჭირა და ხმა მოგვცა. რაც შეეხება მეორე ტურს ქუთაისში მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ სამივე კანდიდატს და გამარჯებას ვუსრვებთ მათ“-განაცხადა ლაშა გვენატეძემ. მან ასევე წარმატება უსურვა „მრეწველების“ კანდიდატს ხაშურში სიმონ ნოზაძეს, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობს.

ლაშა გვენატაძე კენჭს ქუთაისის 47-ე სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა. ის ამავდროულად საკრებულოს წევრია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი