|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია

 ქუთაისელმა ბერძნულ -რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძემ ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ყირგიზი კიმ რომანსი 6:2 დაამარცხა და მეხუთედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის). ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.

ავტორი: ნიუპრესი