|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა კონსტანტინე ჯანაშიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის(პროფესიონალებში) მსოფლიო რეკორდსმენია.

2017 წლის 30 სექტემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო ქუთაისელმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ პროფესიონალთა შორის.

მან დაიკავა II ადგილი და მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო ცალკეულ მოძრაობაში, კერძოდ შტანგის აწევაში დაიკავა I ადგილი და დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა