|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლებს

ქუთაისი ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლებს. მიზეზი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოუწესრიგებლობაა. ქუთაისის მერის მიერ დაანონსებული ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა და სამუშაოები არ დაწყებულა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წლის დასაწყისში „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყოფოდა.

"დაახლოებით 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალ წლამდე გვქონდა ამაზე საუბარი ფეხბურთის ფედერაციასთან. ისინი მოედნის საფარს შეცვლიან.  შენობის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჩვენ მოვახდენთ, ძალიან დიდი და კარგი პროექტი არის, რომელიც 2019 წელს განხორციელდება და მაღალი კატეგორიის სტადიონი ექნება ქალაქს", – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტირებაზე მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია პროექტს უახლოეს მომავალში წარადგენს.

„გამარჯვებული კომპანია პროექტს წარმოადგენს.   სამუშაოებზე ამის მიხედვით გამოცხადდება ტენდერი და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაანონსებული სამუშაოები დასრულდება", – განაცხადეს მერიაში.

პროექტი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს, მოეწყობა "ვი აი პი" ლოჟა და პრესცენტრი. სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. 

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამ დროისთვის მინდვრის საფარის შეცვლა მიმდინარეობს. სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაცია აწარმოებს. 

გასულ წელს "ტორპედოს" სტადიონზე არსებული მდგომარეობის გამო თამაშების ჩატარების მხრივ პრობლემები შეიქმნა. რამდენიმე თამაში ქუთაისში ვერ გაიმართა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა