|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა  ცოლ–ქმარის  სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 25-26 წლის გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.  ისინი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. დაღუპულ ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩათ. 

შეგახსენებთ, 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები არიან საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები.

დაშავებული მორაგბეების და მათი მეუღლებიის მდგომარეობა  ამ დროისთვის მძიმე.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა