|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევადაა შედგენილი"

 ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს "ნაჩქარევად შედგენილს" უწოდებს საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან უნდა დაუბრუნდეს და მოხდეს მისი რეალური განხილვა. 

"აშკარად ჩანს, რომ ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევადაა შედგენილი და წარმოდგენილია იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ვადებთან დაკავშირებით საბიუჯეტო კანონის დარღვევა. წარმოდგენილ პროექტში რიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები საჭიროებენ შესწავლას და დამატებით არგუმენტების წარმოდგენას მათი დაფინანსების საჭიროების შესახებ, ასევე საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით შედგენილი პროექტების მიმართ გვაქვს შეკითხვები. კითხვებია მერიის აიპებსა და შპს- ებში თანამშრომელთა რიცხოვნობის და მათი ფუნქცია-მოვალეობის შესახებ. მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი უნდა დაუბრუნდეს მერიას და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მეტად უნდა მოხდეს"-აცხადებს მერაბ მეშველიანი.

მისი თქმით, პროექტის მიმართ, შეკითხვები სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ. მეშველიანი ასევე განმარტავს, რომ საჭიროა მერიამ მეტი აქტიურობით მოხდინოს პროექტის საჯარო განხილვები.
მეშველიანის განმარტებით, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 54 მილიონი ლარის ფარგლებშია.
შეგახსენებთ, ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი უკვე გახდა ოპოზიციის კრიტიკის საგანი. 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა