|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულო 26 დეკემბერს დაამტკიცებს

ქუთაისის საკრებულო 2019 წლის ბიუჯეტს 26 დეკემბერს დაამტკიცებს. როგორც საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, საკრებულოს უკვე გადაეგზავნა შესწორებული ბიუჯეტის პროექტი. პროექტს დამტკიცებამდე კომისია ხვალ განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ პირველი განხილვის დროს საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები არ გამოუთქვამს და თვითმმართველობას ბიუჯეტის პროექტი თითქმის შენიშვნების გარეშე დაუბრუნდა. 

მერიის შესყიდვების სამსახურის განყოფილების უფროსი რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, რომ პროექტში ცვლილებები არ შესულა და მხოლოდ განმარტებით ბარათში აისახება იმ შენიშვნების პასუხი, რაც საკრებულოს ქონდა.

2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 54 მილიონით არის განსაზღვრული და ორი მილიონით აჭარბებს 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი