|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის დასრულდების ვადა შეიცვალა

ქუთაისის 24-საათიანი  წყალმომარაგების სამუშაოები, პროექტის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 87 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, ქალაქს სრულად უნდა მიეწოდებოს  წყალი.

 თუმცა გაერთიანებულ წყალმომარაგებაში განმარტავენ, დამატებითი სამუშაოების გამო პროექტის ვადა შეიცვალა და  სამუშაოები, სავარაუდოდ,  2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის ტექნიკურ საკითხებში, ზაზა სიხარულიძის განცხადებით, გარდა პროექტით გაწერილი სამუშაოებისა, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რაც იმ უბნებსაც მოიცავს, რომლებიც სამუშაოების მეორე ეტაპში არ შედიოდა.

„ძირითადი სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება.  რჩება დამატებითი უბნები, რამდენიმე დასახლების წყალმომარაგება, პროექტმა ცვლილებები განიცადა და დამატებითი სამუშაოები, სავარაუდოდ,  2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის კონსულტაციები პარტნიორ კომპანიებთან და მიმდინარეობს ხელშეკრულების შეთანხმება, რომ მომავალ წელს დავასრულოთ“, -განაცხადა ზაზა სიხარულიძემ. მისი თქმით, დამატებითი სამუშაოები პროექტის დანაზოგით ხდება და ახალ ფინანსურ ხარჯებს არ ითვალისწინებს.

მისივე განმარტებით, ქუთაისში წყალმომარაგების სამუშაოების მხრივ ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა ირწმუნება, რომ პრობლემები მოგვარდა და ის სამუშაოებს ვერ შეაფერხებს.

მისი თქმით, პრობლემები იყო თუჯის მილების შემოტანასთან დაკავშირებით, რის გამოც სამუშაოები ვადებში ვერ ხორციელდებოდა. რაც შეეხება პრობლემებს ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, რომლის მუშაობის გამოც ქუთაისში არაერთი პრობლემა შეიქმნა, სიხარულიძის თქმით, პრობლემები არც  ამ მხრივ არსებობს და ქვეკონტრაქტორების მუშაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2009 წელს დაიწყო, პირველ ეტაპზე გარკვეული სამუშაოები შესრულდა. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა