|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება - ამის შესახებ ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. 

ტურიზმის განვითარების საკითხევბთან დაკავშირებულ დისკუსიაზე ,  რომელიც  "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით მოეწყო, ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად ქუთაისსა და იმერეთში ტრანსპორტის საკითხი გადახელდა. 

"2020 წლის მარტიდან ქუთაისში შემოვა ახალი მუნიციპალური ავტობუსები, შემუშავდება ახალი სვლაგეზები, მათ შორის დაინიშნება ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით. ვმუშაობთ, გადახდის სისტემაზე, საჭირო იქნება მძღოლების გადამზადება,, რადგან ეს იქნება ადაპტირებული ტრანსპორტი.  რაც შეეხება ქუთაისიდან მუნიციპალიტეტების მიმართულების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლას, ახლა ხარვეზია ის, ამ საკითხის დარეგულება არავის კომპეტენციაში შედისდა ეს მინდობილია მთლიანად ბაზარზე. ვითხოვთ, ისევე როგორც ქალაქში ტრანსპორტის თემა არის ქალაქის კომპეტენცია, ასევე მოხდეს მუნიციპალიტეტეების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის დარეგულირების უფლების მოცემა. ამასთან დაკავშირებულით სამინისტროსთან ინიცირებით მომზადდა კანონპროეტი, რომელი პარლამენტში შევა განსახილველად", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ახალი ავტოპარკი  სულხან-საბას დასახლებაში მოწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ასევე ელექტრომობილებისათვის. 

  

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა