|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი შეკრება ხვალ გაიმართება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს, 12 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. 

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომაზე მოხდება  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა,  საკრებულოს თავმჯდომარისა და  მოადგილეების არჩევა. ასევე დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები. 

 ქყუთაისის საკრებულოს 35 წევრისაგან შედგება, საიდანაც  "ქართული ოცნებამ" 18 , ხოლო  ოპოზიციამ  - 17 მანდატი  მოიპოვა.  

ოპოზიციის 17 მანდატი შემდეგნაირად ნაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატს ფლობს,  გახარია - საქართველოსთვის - 2 დეპუტატით არის  საკრებულოში წარმოდგენილი, ერთი მანდატის მოპოვება  კი  გიორგი ვაშაძის პარტიამ -"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეძლო. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა