|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გახდა

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. ფარული კენჭისყრით თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი შენგელია გახდა. მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭორა. 14 ხმა მიიღო ოპოზიციის კანდიდატმა ბესიკ ბრეგაძემ.

სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად პაატა ლილუაშვილი, გია ბასილაძე და თეიმურაზ ნადირაძე აირჩიეს.

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს პლაკატებით "თავისუფლება მიშას" ესწრება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი