|
  • EUR 1 = GEL 3.4551
  • USD 1 = GEL 3.1748
|

ქუთაისის ბაგა- ბაღების წარმომადგენლები მერიის წინ აქციას მართავენ

სკოლამდელი დაწესებულებების 100-მდე  თანამშრომელი მერიის წინ  იმყოფება. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით,   ხელფასის გაზრდას დიდი ხანია ელოდებიან, თუმცა მერისგან ამ საკითხზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
 
"რამდენი ხანია, გვპირდებიან, რომ მოგვიმატებენ ხელფასებს, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას", აცხადებენ ისინი.  
აქციის მონაწილეებმა ვინაობის დასახელებისაგან ჩვენთან საუბარში თავი შეიკავეს. მათი თქმით, აქციას ორგანიზატორი არ ჰყავს, თუმცა აქციას ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღის წარმომადგენელი ესწრება.
ამ წუთებში  აქციის  რამდენიმე წარმომადგენელი  ქალაქის მერთან შევიდა.   საბავშვო ბაღების  სხვა თანამშრომლები მერის პასუხს  და გარეთ ელოდებიან.
 
"თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება გავაგრძელებთ აციებს, ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს მიმართ ინტერესი. ყველა თანამშრომელია აქ შეკრებილი", - განაცხადა  #1 საბავშვო ბაღის დირექტორმა ზაალ ხონელიძემ.
 
 
 

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.31%
არა - 47.7%
არ იცი - 11%
სულ - 673 ხმა