|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას სასამართლო დავა მესამე გამგემაც მოუგო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქუთაისის #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის საქმის განხილვა დასრულდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ ბაგა-ბაღების გაერთიანების განაჩენი ბათილად ცნო და ზაალ ხონელიძის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანა.
ზაალ ხონელიძე მესამე გამგეა, რომელმაც გაერთიანებას სასამართლო მოუგო. გაერთიანებას  ნანა კაკურიას და მაკა აბულაძის სამსახურშია აღდგენა დაევალა.

 "სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება ბათილად ცნო. განაცდურის ანაზღაურება გაერთიანებას სრულად დაეკისრა. სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო",-განაცხადა ხონელიძემ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, სასამართლოს ხონელიძის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ მიუღია, მხოლოდ განაცდურის ანაზღაურება დაავალა, რასაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი