|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა-ბაღებში 11 000 აღსაზრდელი მივიდა

ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო დღეს ქუთაისში ახალი სასწავლო წელი სკოლამდელ დაწესებულებებში დაიწყო.

ქუთაისის მე-19-ე ბაღს ქალაქის მერი შოთა მურღულია, მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
მათ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის მცირე პერფორმანსი მოაწყვეს.

ქუთაისში 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს 11 000-მდე აღსაზრდელი დაფიქსირდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე