|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის საფასური დაუფინანსდება

სკოლებში ონლაინ სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს.

ინტერნეტით უზრუნველყოფის პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში მომზადდა.

2021 წელს პროგრამისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.  ინტერნეტის გადასახადის დაფინანსებას მიიღებენ ქუთაისში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველქუთაისის მერიათა ერთიან ბაზაში და რომელთა, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65,000-ს.

 თანხის ანაზღაურება მოხდება ვაუჩერული პრინციპით, თვეში არაუმეტეს 20 ლარისა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა