|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტმა ამ დროისათვის 75 მილიონ ლარს გადააჭარბა

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინა. მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში სამჯერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, ამჟამად ქუთაისის ბიუჯეტი  75 მილიონ 82 ათასი ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, სამსახურის ინფორმაციით, იანვრიდან მარტის ჩათვლით ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლებმა  შემოსავლებმა ნაშთის გარეშე  12 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 17-18 პროცენტია, ხოლო ნაშთის გარეშე შემოსავლებმა  15 671 000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 22 პროცენტია. ამასთან, წლის პირველ კვარტალში  ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯი დაფინანსდა. 

 ქუთაისის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოადგენს. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების შენახვას ხმარდება. გარკვეული ფინანსები ასევე სოციალურ პროექტებზე იხარჯება.

 

ქუთაისის ბიუჯეტში 12 მილიონი ლარის ცვლილება შევიდა 

"ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქუთაისს არ ქონია" - გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა