|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

 ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებაში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

გაეროს მუდმივი კოორდინატორი აქართველოში საბინე მახლი ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვებით წარდგება, ღონისძიების ბოლოს კი  ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულებს სერტიფიკატებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

მდგრადი განვითარების მიზნების და ახალგაზრდობის თემას მიეძღვნება ესმა გუმბერიძის, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის საჯარო ლექცია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში, 14:00 საათზე დაიწყება.

21-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის, 550 ხე დაირგვება.

ღონისძიება ორგანიზაციების, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, გაერო-ს მხარდაჭერითაა ორგანიზებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა