|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დღეს სპექტაკლი "მედეა" გაიმართება

დღეს, 5 აგვისტოს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სპექტაკლი "მედეა" გაიმართება. სპექტაკლი დათო ტურაშვილის ზღაპრის  მედეა საფუძველზე მაგდა ჩიხლაძემ დადგა.
სპექტაკლში ქუთაისის ახალგაზრდულიცენტრში ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. 
 
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, ამ სეზონზე უკვე მეორედ, ქალთა ორგანიზაციისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში იდგმება სპექტაკლი.  პროექტი იმ ქალებზეა, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მას  საფუძვლად დაედო კრებული, რომელიც  გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა.  მასში 12 მწერლის 21 ზღაპარია შესული. სპექტაკლების სერია დაიდგმება პროექტის ფარგლებში - „კულტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში“.
პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia
 
 

ავტორი: ნიუპრესი -

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა