|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში დადგმული ანძა ფერადი ლენტებით ირთვება

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ქუთაისის ცენტრში დადგმული ელექტროგადამცემი ანძა ფერადი ლენტებით ირთვება. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ ანძა ინსტალაციის ნაწილია, რომლის ნახვაც დასრულებული სახით 26 მაისს იქნება შესაძლებელი. 

 ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასევე განთავსდება მონიტორი და მოხდება სამინისტროს პროექტების ჩვენება. 

ენერგეტიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში პრემიერის მოწოდების გამო ჩაერთო.

 

ავტორი: ნიუპრესი