ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალი, რომელიც კორონავირუსს ებრძოდა, კუთვნილ ხელფასებს ითხოვს
ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურების ითხოვს. მათ დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ 4 თვეა, 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ მიუღია.
აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, კორონავირუსს პერსონალი ადგილზე ებრძვის, ხოლო მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.
“ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 კაცი გაგვგზავნეს. თანამშრომლების ნაწილი სახლში გაუშვეს. 4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას, ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,”-ამბობენ საავადმყოფოს თანამშრომლები.
აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები კოვიდ 19-თან ბრძოლაში გმირულად შრომობდნენ, თუმცა, მათს შრომას სახელმწიფო არ აფასებს.
ჩხობაძის კლინიკა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაშია. "ნიუპრესი" შეეცადა ცენტრის დირექტორთან ნუგზარ ბოლქვაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა