|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კატასტროფის სამსახურმა ფეხმძიმე ქალი გადმოიყვანა

ქუთაისის ცხელების ცენტრში  ოკუპირებული  აფხაზეთიდან კატასტროფის სამსახურმა ახალგაზრდა ქალი შემოიყვანა.  41 კვირის ორსული ქალის გადმოყვანა ხელისიფლების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.  
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორსული პაციენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა.
 
“პაციენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ხოლო ენგურის ხიდზე ფეხით გადმოსვლა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, რომლის უშუალო ჩარევით და ოპერატიული რეაგირებით მოხდა აღნიშნული პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.
 
პაციენტის თქმით, აფხაზეთში ექიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ რთული პაციენტი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამშობიარებდნენ და ახალშობილს რაიმე დასჭირდებოდა, აღნიშნულ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფდნენ.
 
 
კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ორსულის მდგომარეობა დასტაბილურდა. ქალს უკვე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამ ეტაპზე დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა