|
  • EUR 1 = GEL 3.797
  • USD 1 = GEL 3.2345
|

ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის 5 თანამშრომელი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს

ქუთაისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდნენ. ხუთი პირი კლინიკა "ბომონდშია” მოთავსებული.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 66 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. პაციენტებს შორის 14 ბავშვი, 4 ორსული და ორი მელოგინეა. რამდენიმე მათგანს პნევმონია აღენიშნება, ხოლო მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა