|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად,   გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.   შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

"დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი - ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6 დან 11 მდე, ხოლო მოფრენის მხარეს კი - 8 დან 14 მდე. კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2000 მდე გაიზარდა.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო.

ტერმინალის გაფართოება/აღჭურვა 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა (110 მლნ.ლარი). აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500 ზე მეტი ადამიანი. პროექტში ჩართული იყო 100- ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია"-ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა