|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის.

ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კოვიდ - 19 დაუდასტურდა.

როგორც "ნიუპრესს" კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 "კოვიდ" დადებითი პაციენტი მკურნალობს", - განაცხადა ნადირაძემ. 

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.18%
უარყოფითად - 49.02%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.8%
სულ - 102 ხმა