|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო"

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა თამუნა ჯანელიძემ  განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო ვირუსული ინფექცია.

"8 თებერვალს კატასტროსფის სამსახურის მიერ შემოყვანილი იყო 32 წლის ქალბატონი, რომელიც იყო 20 კვირის ორსული, მძიმე მდგომარეობაში, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. მაშინვე გადავანეთ მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მაგრამ რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია  შემოწმებაზე ლუგარის ლაბორატორიაში.  სავარაუდოდ, არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ველოდებით პასუხს", -განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

პაციენტი ცენტრში ონიდან 8 თებერვალს შეიყვანეს და ცხრა თებერვალს დილით გარდაიცვალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი