|
  • EUR 1 = GEL 3.8057
  • USD 1 = GEL 3.214
|

ქუთაისის მერია: 6 დეკემბერს გზის გადაკეტვის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არაა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 6 დეკემბერს აქცია-მსვლელობის ჩატარების მიზნით ოპოზიციას გზის გადაკეტვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

"ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" მომართა მერიას, რომ 6 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე კიკვიძის სკვერის ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვთ ოპოზიციის შეკრება. მოგვმართეს, რომ ეს ინფორმაცია, მივიღოთ ცნობად.  ჩვენც მივიღეთ ცნობად და შესაბამისად, ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს, სასწრაფოს, საპატრულოს და სამაშველო სამსახურს. ოპოზიციას  გზის გადაკეტვის მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, ამის შესახებ მერიისთვის არ არის ცნობილი"-განუცხადეს მერიაში "ნიუპრესს".

 ცნობისთვის, 6 დეკემბერს 14 საათზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მსვლელობა იგეგმება, რაც  სავარაუდოდ,  საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 41.58%
უარყოფითად - 49.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 8.91%
სულ - 101 ხმა