|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის პროექტის შესაქმნელად საჯარო განხილვებს იწყებს

ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შეწყვწეტის მიზეზად პროექტის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობის საჭიროებას ასახელებს. 

როგორც მერიამ "ნიუპრესს" განუცხადა,  პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები.

"ასსაფეხურიანი კიბე" ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, "ასსაფეხურიანი კიბის" რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით, რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვები მოეწყობა და საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები ", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, მერიის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი, მას შემდეგ შეწყდა, რაც გამარჯვების პრედენდენტი უკვე გამოკვეთილი იყო. რაც შეეხება პროექტს, მერიამ მის შესაძენად 30 ათასი ლარი ტენდერით გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადა.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა