|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას 30 ათასი ლარით დააფინანსებს

ქუთაისის მერია ფილტვის  კიბოს სკრინინგის პროგრამას განახორციელებს. პროგრამა საპილოტეა და წელს მისთვის 30 ათასი ლარია განკუთვნილი. 

საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, დააავადების ადრეულ გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენილობის მაჩვენებელი იზრდება. 

შეხვერდაზე  საპილოტე პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისა და ბენეფიციართა ჩართულობის უზრუნველყოფის გზები განიხილება..

ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე, 50 წელს გადაცილებულ, პროფესიული რისკის მქონე, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ბენეფიციარებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა