|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საახალწლო გალაკონცერტის სცენის მოწყობისათვის 23 ათას ლარს გადაიხდის

 ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისათვის, საკონცერტო სცენით, სასცენო განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებისათვის  ქალაქის მერია 23 000 ლარს გადაიხდის. შესაბამის ელექტრონულ ტენდერზე NAT180018898 გაკეთებული განაცხადების შერჩევა მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილეობის მიზნით ორი განაცხადი დაფიქსირდა. 

ტენდერში გამარჯვებულის ვალდებულება ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო გალა-კონცერტისათვის საკონცერტო სცენით, სასცენო განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების უზრუნველყოფა იქნება.  მის მოვალეობაში შედის ასევე სცენის, ხმის სისტემის, განათების და ტექნიკური პერსონალის ტრანსპორტირება.

 წლევანდელ საახალწლო გალაკონცერტზე ქუთაისში რობი კუხიანიძე და ჯგუფი "აუთსაიდერი", ასევე  ქეთათო ჩარკვიანი და ლუკა ზაქარიაძე იმღერებენ. 

 საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის მერია 43 ათას ლარს იხდის, რაც შეეხება ქალაქის საახალწლო მორთვას,  მისი ღირებულება 100 ათას ლარს აჭარბებს.    საახალწლო ფეირვერკისათვის შეძენისათვის კი 16 ათასი ლარი გამოიყო. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი ნობათს, ამისათვის 60 ათასი ლარი განისაზღვრა, წელს ნობათს 2 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. 

 ტრადიციულად,  საახალწლო ღონისძიებებისათვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 300 ათას ლარამდე თანხის გახარჯვა ხდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა