|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სახლების გადახურვასთან დაკავშირებულ ტენდერს განმეორებით აცხადებს

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერს განმეორებით აცხადებს. 

 სატენდერო პირობების თანახმად „მიმწოდებელი“ ვალდებულია 60 ობიექტზე  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია  შეადგინოს, რისთვისაც  ხელშეკრულების დადებიდან 2 თვე აქვს.

მოთხოვნის თანახმად, ყველა სახლზე ცალ-ცალკე უნდა შედგეს დეფექტური უწყისი, სადაც აღწერილი იქნება ყველა სახის სამუშაო თავისი მოცულობებით და არსებული მდგომარეობის აღწერით.

 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია.  

წინადადებების მიღება 14.04-დან იწყება და 17.04 მთავრდება.

აღნიშნული მოთხოვნით ტენდერი მერიამ გასულ თვეშიც გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა.    

ოპოზიცია ტენდერებიც ჩაშლის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს, მერიაში კი ამას ხარისხის მოთხოვნით ხსნიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა