|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სამახსოვრო გაზეთისთვის 15 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია საინფორმაციო სამახსოვრო გაზეთის ბეჭვდისთვის 15 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საინფორმაციო სამახსოვრო გაზეთის ბეჭდვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდება. კერძოდ, ინფორმირებულობის გაზრდის, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩართულობის, წამყვან ქვეყნებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვის, განვითარების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრეთვე აღნიშნული კუთხით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებების უკეთესად გაცნობისათვის. გაზეთი ერთჯერადად გამოიცემა. 

მიმწოდებელი ვალდებულია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საინფორმაციო სამახსოვრო გაზეთის ბეჭდვა უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნებით, გაზეთი უნდა იყოს 8 გვერდიანი, პირველი და ბოლო გვერდი ფერადი, ცარცის 90 გრამიანი ქაღალდი, აკრება, დაკაბადონება, ბეჭდვა, ჩაწყობა. გაზეთის ტირაჟი უნდა შეადგენდეს 30 000 ეგზემპლიარს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა