|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 402 000 ლარის საწვავი შეიძინა

ქუთაისის მერიამ 402 000 ლარის საწვავზე ხელშეკრულება კომპანია "რომპეტროლთან" გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მერია წლის განმავლობაში 200 000 ლიტრ საწვავს გამოიყენებს. ლიტრი საწვავის ფასად 2.01 ლარია მითითებული.

ხელშეკრულებაში 100 ავტომომილის მონაცემებია მითითებული, რომლებიც წლის განმავლობაში საწვავით ისარგებლებენ.

ქუთაისის მერიის ავტოპარკის ხარჯები არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ. მათი თქმით, ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების უმეტესობა არაეკონომიურია, რომელთა შენახვაც ბიუჯეტს ძვირი უჯდება. ოპოზიცია მერიას მოუწოდებდა, გაეყიდათ ავტომობილები და ავტოპარკი რამდენიმე ეკონომიური ავტომობილით განეახლებინათ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა