|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ააიპებს ავტომობილები გადასცა

ქუთაისის მერიამ ააიპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებასა" და "ქუთგანათების სერვისებს" ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა. ავტომობილები ააიპებს უვადოდ გადაეცათ.

საკითხმა ოპოზიციის შენიშვნა გამოიწვია. მერაბ მეშველიანით თქმით, ავტომობილები, მერიის ინფორაციით, ავარიულ მდგომარეობაში იყო და მათი გადაადგილება შეუძლებელი იყო, ახლა კი ააიპს გადაეცა.

"ავტომობილები, რომლებიც მერიის ბალანსზე იყო,  ვიცოდით, რომ მოძრაობაში არ იყო და მერია ვერ სარგებლობდა. თუ ეს ავტომობილები მოძრაოდნენ, მაშინ, ჯობდა ისევ მერიას ესარგებლა. ალბათ ერთადერთი, რაც შეიცვლება, ნომერია და ნომერზე ციფრი 41 იქნება. ჩვენი რჩევა იქნება, ყველა საჯარო მოხელე მოუფრთხილდეს ქალაქის ქონებას", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ავტომობილი ძველია და ავარიულია, ამიტომ გადაადგილება არ ხდებოდა. ნიკა ლატარიას თქმით, მერია  აპირებს ძველი ავტმობილების გაყიდვას და ახალი ეკონომიური ავტომობილების შეძენას.

ავტომობილები, რომლებიც ააიპებს გადაეცათ, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეებს ემსახურებოდნენ. კულტურის ააიპმა ასევე მიიღო მერიის ბალანსზე არსებული ქონება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა