|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ჯიპების შეძენის პარალელურად, კუთვნილი ავტომობილი ჭიათურას გადასცა

ქუთაისის მერიამ ორი ჯიპის შეძენის პარალელურად, ბალანსზე არსებული ავტომობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადასცა. "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომობილის გადაცემას საკრებულომ ბოლო სხდომაზე მხარი დაუჭირა.

ქუთაისმა ჭიათურას ავტომობილი დროებით სარგებლობაში მაღალმთიან დასახლებებში გადასაადგილებლად გადასცა. ავტომობილით ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. 

კითხვაზე, რატომ ათხოვა მერიამ სხვა მუნიციპალიტეტს ავტომობილი, მაშინ, როდესაც თავად აპირებს შეძენას, მერიის პასუხს ველოდებით.

ამასთან, მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპების შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

ავტორი: ნიუპრესი