|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაკანონიერად შეღება

ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ჯერ უნებართვოდ  მოახდინა,  შემდეგ კი მისი გამოსწორება დაევალა, რისთვისაც ვადა აპრილის ბოლომდე მიეცა.

 მერიის გადაწყვეტილებით, თებერვალში თამარ მეფის #9-ში არსებული შენობა მოეწყო, გაიღება შენობის ფასადის სამი მხარე, გამოიცვალა  ფანჯრები და მოხდა განათება.

 „ნიუპრესის“ ინფორმაციით,  შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და მერიამ სხვისი საკუთრების რეაბილიტაცია მოახდინა. ასევე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა და მისი რეაბილიტაციის ნებართვა არ გაცემულა. აღნიშნულის გამო ჩატარებული რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტომ მერიას ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად შედგენა დაავალა.  სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, გარკვეულ შენობებზე სამუშაოების შეწყვეტა მოხდა, თუმცა შემდეგ ისევ განახლდა.

მიუხედავად   ზემოთაღნიშნული მოთხოვნისა,  შეიღება ფასადი, დამონტაჟდა გარეგანათება.

იმის გათვალისწინებით, რომ არ გაცემულა ძეგლზე მუშაობის ნებართვა, შესრულებული სამუშაოები არაკანონიერად მოხდა, რაც წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევას.

საქართველოს კანონების: „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ 25-ე მუხლისა და „ კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ 47-ე, 48-ე, 49-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, ქუთაისის თვითმმართველობას დაევალა, ორი თვის ვადაში მოიპოვოს ძეგლზე სამუშაოების სანებართო მოწმობა და უზრუნველყოს აღნიშნულ მისამართებზე მდებარე ძეგლის ნებართვით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამ დროისთვის შენობის ძველი იერსახე მხოლოდ ერთ ფასადზეა შემორჩენილი.

შეგახსენებთ, მერიაში განმარტავდნენ, რომ რეაბილიტაცია თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც ჩაუტარდა და ამით სამართლებრივი შეუსაბამობა არ მომხდარა.

„შენობის ფასადი რეაბილიტირებულია ნამდვილად ჩვენს მიერ. მასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც. რაიმე სამართლებრივი ხარვეზი მაგ საკითხს არ აქვს. ფასადზე საკუთრების უფლება პირდაპირ არ ვრცელდება. ფასადი ქალაქის იერსახის კატეგორიაა“, –განმარტეს მერიაში.

 

ქუთაისის მერიამ რეაბილიტაცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას ჩაუტარა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი