|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ რესტორნისა და სასტუმროს მომსახურეობაზე 125 300 ლარის ხელშეკრულება გააფორმა

ქუთაისის მერიამ ცხრა თვეში რესტორნების და სასტუმროების მომსახურეობაზე 41 ხელშეკრულება გააფორმა. 

მომსახურეობის საერთო ღირებულება 125 300 ლარს შეადგენს. რესტორნებთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 67 800 ლარია, სასტუმროების – 57 500 ლარი. ხელშეკრულებების ნაწილი  საჯარო მოხელეებთან დაახლოებული პირების ობიექტებთანაა გაფორმებული. 

ოთხი  ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ქუთაისთან“, თითო ხელშეკრულება 4500 ლარიანია, ჯამში 18 000 ლარი.  ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა შპს „რეროსთან“,  რესტორანთან,  რომლის მფლობელიც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ბიძაშვილია 14 500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ოთხი ხელშეკრულება,  ჯამში 3 200 ლარიანი, გაფრომდა შპს „ანასტასიასთან“, რომლის მფლობელადაც ამ დროისთვის დავით შარაბიძეა მითითებული. შპს „ანასტასია“ საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას ოჯახის წევრის კომპანიად მოიაზრებოდა.  შპს „ანასტასიამ“  2013 წელს შეიძინა სკვერში ტერიტორია,  სადაც  სამი „ოთარის ძეგლი“ მდებარეობს. 2016 წელს მერიამ ტერიტორია რიონის სანაპიროზე მიწის ფართობში გაცვალა, სადაც  კაფე „არგო“  განთავსდა.  „არგოს“ დირექტორი,  ასევე დავით შარაბიძეა.

ნიკოლოზ ლატარია  „არგოში“ მისი წილის შესახებ ინფორმაცია არ ადასტურებდა.

ზოგადად, ხელშეკრულებები ასე გამოიყირება: შპს „ქუთაისი“ 4 ხელშეკრულება  4500 ლარიანი. „რერო“– 8000,  2000,  1500, 3000 ლარიანი ხელშეკრულებები. „ანასტასია“ –1100,  800,  500,  800 ლარიანი ხელშეკრულებები.  

რაც შეეხება სასტუმროს მომსახურეობას ყველაზე მაღალი თანხით, 10 000 და 13 700 ლარით  ხელშეკრულება „ბაგრატი 1003“–თან გაფორმდა, ხელშეკრულებების ღირებულებამ 23 700 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულებები გაფორმებულია ქუთაისში მოქმედ სხვადასხვა ობიექტთან. მომსახურეობის ღირებულება 500 ლარიდან 13 700 ლარამდეა. 

ლატარია, თევდორაძე, შარაბიძე–რა ხდება "არგოს" გარშემო?

"არგო"-ქუთაისელი ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული ბიზნესი 

ვინ დგას „ანასტასიას“ უკან?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა