ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობაზე ზრუნვა დაიწყო
ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა მერიამ საახალწლო განწყობაზე ზრუნვა უკვე დაიწყო, რისთვისაც ქუთაისის ქუჩების საახალწლო გაფორმებასთან დაკავშირებით მანათობელი ფიგურების აღდგენისა და მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოებისთვის 79 723 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სადემონტაჟო სამუშაოები 2016 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა