|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაშრომელმა მოუგო. სასამართლო დავა, რომელიც მერიასა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მურუსიძეს შორის რამდენემე თვე გაგრძელდა, დასრულდა.

მოსამართლემ თვითმმართველობის გადაწყვეტილება მურუსიძის გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო და მერიას მისი სამსახურში დაბრუნება დაავალა. ამასთან,  მერიას მურუსიძისათვის სრულად მოუწევს განაცდურის გადახდა.  მაია მურუსიძის ინტერესს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა. მერიას კი იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე წარმოადგენდა.

მაია მურუსიძის განცხადებით, უცნობია მერია გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას, თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის კულტურის განყოფილების უფროსის პოსტი ვაკანტურია და შესაძლებელია მისი დანიშვნა.

მაია მურუსიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ახალი მერის პირობებში რეორგანიზაცია გამოცხადდა და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა. სასამართლოს ასევე რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მიმართა.

მერიაში განმარტავენ, რომ მათ ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ.   გასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება  მხოლოდ განაჩენის ჩაბარების  შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა