|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო მერიის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ინფორმაცია თამარ მინაძის ადვოკატმა პაატა შავაძემ გაავრცელა: 

"პირველი ნოვაციური წარმატებული ნაბიჯი! შევქმენით პრეცედენტი, დავნერგეთ ახალი პრაქტიკა!  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, თავისი 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება და ჩვენი კერძო საჩივარი დააკმაყოფილა: სადაო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეაჩერა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის # კ 784 (18/03/2019) ბრძანება -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მადლობა ბატონ მურთაზ მეშველიანს!!", –აცხადებს პაატა შავაძე.

მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს თამარ მინაძე. თამარ მინაძის განცხადებითაც, ეს საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მერიას გადაწყვეტილება შეუჩერა.

"საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. სააპელაციო სასამართლომ მერიას უკანონო განცხადება შეუჩერა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ, ასევე უკანონოდ ცნო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე ვითვლები უკანონოდ გათავისუფლებულად და შემიძლია, თანამდებობაზე დავბრუნდე. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და მერიამ ამით ადამიანების თვალში რეპუტაცია დაკარგა.  მე მებრძოდენ ერთი წელი და საავადმყოფო ფურცელზე მყოფი, 15 წუთიანი დაგვიანების მოტივით გამომიშვეს. მე ვაგრძელებ ბრძოლას, სასამართლოში და პროკურატურაში და სიმართლეს დავამტკიცებ", –განაცხადა თამარ მინაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

მისი თქმით, ის სამსახურდან 18 მარტს, მირქმის დღესასწაულზე გაუშვეს. მან ასევე განმარტა, რომ მის სამსახურიდან გაშვებას საბინაო სამსახურის გაუქმებით აპირებდნენ და რადგან ეს არ გამოუვიდათ, აღნიშნული მიზეზით გაათავისუფლეს. 

თამარ მინაძის თქმით, ამ თემაზე უახლოეს დღებში ბრიფინგს გამართავენ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა