|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

ქუთაისის მერიაში ბუბა ჩივაძე, სავარაუდოდ, დააკავეს

ამ წუთებში ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს.  მას, სავარაუდოდ, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

ის პოლიციის თანამშრომლებმა მერის კაბინეტიდან იძულებით გამოიყვანეს. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტს მერიის შენობაში შესვლისას დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გააპროტესტა და მერთან შეხვედრა მოითხოვა. მას შემდეგ კი, რაც მერის ოთახი დაატოვებინეს, ის დერეფანში დაჯდა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 

ბუბა ჩივაძეს დაზიანებები ხელებზე აღენიშნება. მომხდარის გამო მან საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა.

 მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ.

ავტორი: ნიუპრესი