|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შემოსულია უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი"- ქუთაისის მერიაში იდეების მიღება სრულდება

ქუთაისის მერიაში მოქალაქეებისაგან იდეების მიღების პროცესი დღეს სრულდება. მერიაში მოსახლეობის ჩართულობით კმაყოფილები არიან და აცხადებენ,  უპრეცედენტი რაოდენობის იდეა შემოვიდა.

 პროექტის "შენი იდეა შენი ქალაქისთვის"  ფარგლებში იდეების მიღება დღეს, 24 საათზე დასრულდება. 

"რეგისტრირებულია 78 პროექტი,  რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ყველაზე მეტი იდეა ინფარსტრუქტურის სფეროს ეხება,  შემდეგ ადგილზეა სოციალური  და სხვა საკითხები"- განაცხადეს ქუთაისის მერიაში. 

 მიღებულ იდეებს მერის მრჩეველთა საბჭო შეისწავლის და შეაფასებს, რის შემდეგაც შერჩეული იდეების საჯარო კენჭისყრა 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა წარმოადგინოს საკუთარი იდეა ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

 პროექტის საინფორმაციო კამპანია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე